პაატა მანჯგალაძე: მინდა მივმართო წულუკიანს და „ოცნების“ თაღლითების კორპორაციას…

მინდა მივმართო წულუკიანს და „ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას, ყველამ იცის, რომ საერთაშორისო თაღლითები და „გადამგდებები“ არიან – ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ, რომ ევროპას და ევროპარლამენტარებს დააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თეა წულუკიანის განცხადებას, რომ “ევროპარლამენტის დოკუმენტი ნაყოფიერი ნიადაგია კანდიდატობაზე უარის სათქმელად.” მანჯგალაძის თქმით, სინამდვილეში “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს. “სტრატეგია აღმაშენებელმა” გააკეთა გარკვეული კვლევა და როგორც იანუკოვიჩს აუკრძალა თავის დროზე რუსეთმა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, ასევე აკრძალული აქვს “ქართულ ოცნებას” კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროპაში ინტეგრაცია. წულუკიანი უკვე წინასწარ ქმნის ნიადაგს, რომ თურმე ყველაფერს აკეთებენ და ევროპა არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს, პირიქით არის, “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს ამისთვის და შემოაქვს ბუტაფორიული ცვლილებები: სამართლის აქსიომის რანგში შემოგვთავაზეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და მასზე კანონი ვერ გავრცელდება, სასამართლოსთან დაკავშირებით დაგვცინეს ჩვენც და ევროპარლამენტარებსაც და უთხრეს, რომ სასამართლოს დაუშტრიხავი გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ყოფილა სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, ანტიკორუფციულ ორგანოზე თქვეს რომ ღარიბაშვილმა უნდა დანიშნოს მისი ხელმძღვანელი, საარჩევნო საკითხებზეც არანაირი რეალური ცვლილება არ არის და ყველა შემოთავაზებული ცვლილება არის ფიქცია. ჩვენ გაზაფხულზე ვნახავთ წინასწარ შეფასებას და ვნახავთ, რომ “ქართული ოცნება” ახდენს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულად ტორპედირებას. “ომის კორპორაციაზე” საუბრობს ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ რადგან საქართველო ომის მდგომარეობაში არ არის, სტატუსს არ გვაძლევენ. რასაც ამბობს ნარიშკინი, რომ ამერიკა და ევროპა ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს, ამას იძახიან ერთი-ერთში და პასუხი როგორ არ უნდა მოვთხოვოთ, როგორ შეიძლება მშვიდად გვეძინოს და ვილაპარაკოთ, რომ “რა უჭირს მერე, მთავარია ომი არ იყოს”, ვინ აპირებს ომს?! – მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი!”- განაცხადა მანჯგალაძემ....
წყარო

Alina ukrainka

თბილისი
  • 17 დღის წინ
  • VIP

Maiko

ბათუმი
  • საიტზეა

Niako

თბილისი
  • 2 თვის წინ

Алина

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lara

თბილისი
  • 19 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 19 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 27 თვის წინ

Darina

თბილისი
  • 27 თვის წინ