ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი​: საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონულ გამოწვევებზე. საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”, – დაწერა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და იან ლიპავსკიმ შეხვედრაზე განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. "ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით", - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იან ლიპავსკი დღესვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და ყვავილების თაიგულით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი თბილისში. три არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში რეფორმების გატარების პროცესში ჩართული იყოს ყველა აქტორი და იგი ინკლუზიურად წარიმართოს. три ...
წყარო

Salo varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ele

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Saly

თბილისი
  • საიტზეა

Anna

თბილისი
  • 12 თვის წინ

Masaji liza varketili

თბილისი
  • 20 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 26 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 19 თვის წინ

Тибет

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 23 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 12 დღის წინ

Nia

ბათუმი
  • 7 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 5 თვის წინ