დავით მათიკაშვილი: ე.წ. „ვირთხების რბოლაა“ დაწყებული „ნაციონალურ მოძრაობაში

ე.წ. „ვირთხების რბოლაა“ დაწყებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის დაპირისპირება პირველობისთვის და როდესაც პოლიტიკურ ჭაობში იმყოფება პარტია, რაც მეტს ცდილობს, ჭაობიდან ამოსვლას, მით მეტად იძირება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალურ სექტორში პულსი აღარ გაესინჯება. „დიდი არეულობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან პარტია მორჩა იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც მაღალ ზღვარზე ერთ დროს არსებობდა, თუმცა დესტრუქციული შიგთავსით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, წარმოუდგენელია ამ დესტრუქციულ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფს დიდხანს გაეძლო. ის პოლარიზებას საზოგადოებაში ცდილობდა, თუმცა ბუმერანგივით საკუთარ თავზე მიიღო. დღეს „კლანური დაპირისპირებაა შიგნით. იკვეთება ხაბეიშვილის და ოლიგარქ კეზერაშვილის სურვილები, თითქოს ერთი ფრონტით იბრძოლონ, იქ მელიას და კეზერაშვილის შეუთავსებლობაზეც არის საუბარი, გაურკვეველია, საერთოდ სააკაშვილი სურთ, თუ არ სურთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ლიდერად ჰყავდეთ. თავად სააკაშვილს, რა პოზიცია აქვს პარტიის მიმართ, რომლის ლიდერიც ერთ დროს იყო, ესეც გაუგებარია. გასაგები არის ერთი, რაც არის ძალიან ნათლად გამოკვეთილი – ე.წ. ვირთხების რბოლაა დაწყებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის დაპირისპირება პირველობისთვის და როდესაც პოლიტიკურ ჭაობში იმყოფება ეს პარტია, რაც მეტს ცდილობს ამ ჭაობიდან ამოსვლას, მით მეტად იძირება და ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, როცა მივუახლოვდებით 2024 წლის არჩევნებს, სადაც გამოჩნდება, რომ რეალურად ელექტორალურ სექტორში პულსი აღარ გაესინჯება ამ პარტიას და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი არის სწორედ საკუთარ სამშობლოსადმი მტრული დამოკიდებულება, რომელიც მათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გააჩნიათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა....
წყარო

Sali

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Svetlana

ქუთაისი
  • საიტზეა

Nata

თბილისი
  • 38 თვის წინ

Likuna8

თბილისი
  • 20 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 27 თვის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 20 თვის წინ

Mery

ბათუმი
  • 5 თვის წინ

ზიზი

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lana isani

თბილისი
  • 6 დღის წინ

Makuna

ბათუმი
  • 15 დღის წინ