ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ გაფართოებას ვაპირებთ

სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ ერთად მსჯელობენ. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, უახლოესი გეგმაა, რომ ეს შეხვედრები ღია პლატფორმად გადაკეთდეს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროცესში ჩართვის საშუალება მისცეს. რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმაზე, ვინ არის ერთობის წინააღმდეგი, ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და„ლელო“ ერთობის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა, ერთობის ფორმასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. “მე არ ვაკეთებ კომენტარს სხვა პარტიებში მიმდინარე მოვლენებზე. არ მგონია, რომ ეს ჩემი საქმე იყოს. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ერთობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს სისტემა დავამარცხოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. შესაბამისად, ვიმუშავებთ და დაველაპარაკებით ყველას. ამ ერთობას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ვიდრე ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა”, საქართველოს არ უწერია ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ და დასავლეთისკენ. წარმოდგენა არ მაქვს, “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთიანობისკენ უნდა ვიმოძრაოთ. მე არ ვიცი პარტიაში როგორ დალაგდებიან საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიდი ერთობა შეიქმნას “ნაციონალური მოძრაობის” ჩათვლით, რა თქმა უნდა. მათთან კომუნიკაცია სულ გვაქვს. მე არ მსმენია ნიკა მელიასგან რომ ის გაერთიანების წინააღმდეგია. მისი კრიტიკა, რაც მომისმენია, მხოლოდ გაერთიანების კონკრეტულ გზებთან მიმართებაშია, მაგალითად, პრაიმერისთან მიმართებაში აქვს კითხვები. ამიტომ ასე ვერ იტყვით, რომ ვინმე წინააღმდეგია ერთობის. ამ წუთში რაღაც თვალსაზრისით “ლელოც” წინააღმდეგია ერთობის, თუმცა, “ლელოს” ლიდერებსაც რომ მოუსმინოთ, ისინიც რაღაც ტიპის ერთობის მხარდამჭერები არიან, ოღონდ ფორმას სხვას ფიქრობენ. სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა. ეს შეხვედრები არ არის მარტო პარტიების ამბავი. უახლოესი გეგმაა, რომ ეს გადა...
წყარო

Sali

თბილისი
  • 26 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 41 თვის წინ

❤️nina❤️

თბილისი
  • 13 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Miranda

ბათუმი
  • 2 თვის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 27 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 20 თვის წინ

Nia transi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sofo

ქუთაისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 42 თვის წინ

Melisa

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 27 თვის წინ