ბენქსი ადასტურებს, რომ ის არის უკრაინის განადგურებულ შენობაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშის ავტორი
ცნობილმა ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა, ბენქსიმ, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც ახლახან გამოჩნდა უკრაინაში დაბომბვის შედეგად განადგურებულ შენობაზე, მას ეკუთვნის.
ბენქსიმ თავისი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა მხატვრული ნამუშევრის ფოტო - ტანმოვარჯიშე ქალი, რომელიც თავზე დგომს აკეთებს ნამსხვრევებს შორის - წარწერით: "ბოროდიანკა, უკრაინა". ეს იყო ბენქსის პირველი პოსტი ამ წელიწადში.
три
ბოროდიანკა კიევის რეგიონში მდებარეობს. ქალაქი ძლიერ დაზიანდა რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის გაზაფხულზე დაიკავეს რუსებმა და გათავისუფლებულ იქნა აპრილის დასაწყისში.
ბენქსი ცნობილი ბრიტანელი ქუჩის მხატვრის ფსევდონიმია. მან იმოგზაურა კრიზისულ ზონებში, მათ შორის პალესტინაში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. მისი ვინაობა კვლავაც უცნობი რჩება.
...