სომხეთში ტერორიზმისთვის ხელშეწყობის მუხლით საქმე აღიძრა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო

სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გარშემო. ამის შესახებ სამსახურის ვებსაიტი იტყობინება. ცნობით, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად იქნა გამოყენებული, იმყოფებოდა სატვირთო მანქანაში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. ის ქვეყანაში შევიდა უცხო სახელმწიფოდან და შემდეგ გაემგზავრა რუსეთში. უწყების პრესსამსახური წერს, რომ საქმის ვითარებაში გასარკვევად აღიძრა საქმე "ადამიანების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრის გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის, ასევე დოკუმენტების გაყალბების მუხლებით.“ 12 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იტყობინებოდა, რომ დაადგინა ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ და რვა მათგანი დააკავა. რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში „დაკავებულია რუსეთის ხუთი მოქალაქე და უკრაინის და სომხეთის სამი მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულის მომზადებაში“. რუსეთის უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო მანქანაში იყო მოთავსებული და შენიღბული იყო ტვირთით, რაც მთლიანად 22 ტონაზე მეტს იწონიდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აგვისტოს დასაწყისში გააგზავნეს ოდესის ნავსადგურიდან ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის გავლით, აცხადებს რუსეთის უშიშროების სამსახური, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურს ადანაშაულებს აქტის ორგანიზებაში. საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, არ გადაუკვეთავს მათი საზღვრები. სომხეთის ცნობით, ამ ქვეყნის საბაჟო სამსახურმა შეასრულა ყველა საჭირო პროცედურა, მაგრამ ტვირთში, რომელიც საქმეში ფიგურირებს, საფრთხე არ შეუნიშნავს. ...
წყარო

Natali

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Alev

ბათუმი
  • 26 თვის წინ

Myla

თბილისი
  • 19 თვის წინ

Emma

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Janna

თბილისი
  • 21 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 19 თვის წინ

Turkan

ბათუმი
  • 32 წუთის წინ

Nikolya

ბათუმი
  • 11 დღის წინ

Ana

ქუთაისი
  • 11 თვის წინ

Anamaria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Niniko

თბილისი
  • 12 თვის წინ