საფრანგეთის სენატი ითხოვს აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებას, სომხეთსა და ყარაბაღზე შეტევების გამო

საფრანგეთის სენატმა 295 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებისკენ, სომხეთზე თავდასხმების და მთიანი ყარაბაღის მიმართ აგრესიის გამო. ამასთან, რეზოლუცია აზერბაიჯანს გმობს სექტემბერში სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მიტანილი იერიშისთვის, ბაქოს მოუწოდებს სამხედრო ძალები გაიყვანოს სომხეთიდან და კიდევ ერთხელ აცხადებს სენატის პოზიციას, რომ საფრანგეთმა მთიანი ყარაბაღი უნდა აღიაროს. რეზოლუცია მოიცავს მოწოდებას, რომ უცვლელი დარჩეს სტატუსი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. "მოვუწოდებთ მთავრობას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილოს ყველაზე ძლიერი და ადეკვატური პასუხის ვარიანტები ახალ თავდასხმებზე აზერბაიჯანის მხრიდან, მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერებისგან ქონების კონფისკაცია და აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა", - წერია რეზოლუციაში. პარლამენტი საფრანგეთის მთავრობას სთხოვს, იმსჯელოს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ოფისის დაარსების შესაძლებლობაზე და ყველა საშუალებით აჩვენოს პარიზის მხარდაჭერა ერევნის მიმართ, სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების განხილვით. საფრანგეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა თემმა საპროტესტო აქცია გამართა სენატში ამ რეზოლუციის განხილვისას. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად, თუმცა ბაქო 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. გასულ თვეში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაჩაღდა ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი 2020 წლის შემდეგ, შეტაკებებს ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი. შეტაკებები მოხდა მიუხედავად 2020 და 2021 წლების შეთანხმებებისა, რომ კონფლიქტს მშვიდობიან გადაჭრას მოუძებნიდნენ. ...
წყარო

Sabrina

თბილისი
  • 27 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 27 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 19 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 10 თვის წინ

ტრანსი ანჯელინა

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 28 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 11 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 8 დღის წინ

Aniko

თბილისი
  • 4 დღის წინ

Gulya

თბილისი
  • 8 თვის წინ

Damachka

თბილისი
  • 10 დღის წინ