ირაკლი კობახიძე – რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში

რაც არის კუბილიუსი ევროპაში, იგივეა შაჰინი ამერიკაში. შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და დღესაც აგრძელებს ამ მეგობრობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, შაჰინის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ხომ არ არის გამოწვეული „ქართული ოცნების” წარმოებული პოლიტიკით, კონკრეტულად კი აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკით და ბრალდებებით ზოგადად პარტნიორების მიმართ, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ არ შეიძლება ამას დავუკავშიროთ სენატორის მიერ გაკეთებული „უსამართლო შეფასებები“. „არა, ეს ღიმილის მომგვრელია, მე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რამე ცუდის თქმა, მთელი ეს ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი უძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი არ უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, რომელიც უკავშირდება ასევე მშვიდობის შენარჩუნებას, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი, ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით, როგორც დასავლურ ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის შენარჩუნების ინტერესს და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში შეაფასა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან არსებული სტრატეგიის გადახედვის შესახებ და ასევე ჯინ შაჰინის პოზიცია, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან უნდა იყოს დაკავშირებული“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შაჰინის გარდა მსგავსი განცხადება სტრატეგიის გადახედვასთან დაკავშირებით არავის გაუკეთებია, ამიტომ მის აზრს არავინ გაიზიარებს. „ეს თქვა ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არ უსაუბრია არავის გადახედვაზე, ერთადერთი იყო შაჰინი, რომელიც 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ მეგობარი იყო და დღემდე რჩება სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და NGO-ს იმ თანხებს არავინ არ ჩამოაჭრის, ეს ძალიან კარგად იციან და სხვათა შორის შაჰინსაც აქ...
წყარო

Nini❤

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 27 თვის წინ
  • VIP

Masho

თბილისი
  • საიტზეა

Anna

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 38 თვის წინ

Alev

ბათუმი
  • 26 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 26 თვის წინ

Gvanca.

ქუთაისი
  • 18 თვის წინ

Iana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Самира

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Tiko

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tekla

თბილისი
  • 21 თვის წინ