ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი ნოდარ ნათაძე თბილისში დღეს, 17 ნოემბერს, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს "სახალხო ფრონტის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.
ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
...