ნავთობის ბაზა იწვის უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში. ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი გამოიწვია „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“. ამავე სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო, ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით აქრობს 84 მეხანძრე.
უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
...