ნიკა მელია: სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ვარდების რევოლუციის" 19-წლისთავს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას. "დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა... 2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს... თუმცა გვახსოვდეს - რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი", - თქვა მელიამ მისალოც ტექსტში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რევოლუციის დროს პარტიის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ახლა პატიმრობაშია: "ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა. სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე". დღეს, 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციიდან" 19 წელი გავიდა. საპროტესტო გამოსვლები 2003 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებით დაიწყო. იმ დღეს, პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის დროს საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები ვარდებით შეიჭრნენ და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინეს. პრეზიდენტი დაცვამ გაიყვანა, დარბაზი მომიტინგეებმა დაიკავეს. რამდენიმე საათში პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა: "ჩვენ ვაძლევთ პრეზიდენტს ნახევარ საათს და ამის შემდეგ, თუ თქვენი თანხმობა იქნება, დავიძრებით კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ". მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა. რამდენიმე თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 23 თვის წინ

Emilia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 29 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 17 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 38 თვის წინ

Anjela

თბილისი
  • 27 თვის წინ

Мирослава

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Alivia

თბილისი
  • 29 დღის წინ

Anamaria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anuki

ქუთაისი
  • 10 წუთის წინ

Lika

ბათუმი
  • 4 თვის წინ