ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი. სამიტზე გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასება მისცეს სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს, რომლებსაც ის აგრესიად მიიჩნევს. მისი სიტყვებით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებებისას აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო ამას უარყოფს და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მანამდე თქვა, რომ სომხეთის მხარემ წარმოადგინა შესწორება დოკუმენტისა, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს, მაგრამ „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ მივიღოთ ეს ორი პუნქტი, არ ჩავუღრმავდეთ მათ“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა, იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ОДКБ-დან სომხეთის გასვლაზე ლაპარაკი არ არის. ...
წყარო

Nati

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 27 თვის წინ

Megi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 22 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 23 თვის წინ

Monika

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Katerina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Arina

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Adel

თბილისი
  • 21 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 13 თვის წინ

Natia.p

თბილისი
  • 22 დღის წინ