რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფება ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში მონაწილეობს. სამიტი დღეს დილით გაიხსნა.
ამ გაერთიანების წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ბიშკეკის სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა ბუნებრივი გაზის საერთო ბაზრის შექმნა.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
...